ახალი ამბები
ქარელში, ერთ ეზოში, 138 გველი იპოვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, 138 გველი აღმოაჩინეს.

ინფორმაციასა და ფოტო-ვიდეოს ილიაუნის მკვლევარი გიორგი იანქოშვილი ავრცელებს. მისი ცნობით, წითელმუცელა მცურავების (Dolichophis schmidti) დიდი რაოდენობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ზე გავრცელდა, რომელსაც მისმა მეგობარმა მიაგნო და სპეციალისტებს გაუზიარა. ამის შემდეგ კი ვიდეოს ავტორს სთხოვეს, არ დაეხოცა გველები და ადგილი მიესწავლებინა მათთვის, რაზეც თანხმობა მიიღეს.


„17 თებერვალს, დილაადრიანად გავემართეთ შემთხვევის ადგილზე. სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ: ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი (ორკინი საქართველოს – ველური ბუნების მენეჯერი) და ილიაუნის მკვლევრები და სტუდენტები: გიორგი იანქოშვილი, იოანე როსტიაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, ალისა სანაკოევა და მარი წულაია.

სამუშაოების დროს ამოვიყვანეთ 136 წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), 1 წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum) და 1 წყლის ანკარა (Natrix tessellata). სარდაფში, სადაც გველები ვნახეთ, გავზომეთ ტემპერატურა და ტენიანობა, რათა შემდეგ მსგავს გარემოში გადაგვეყვანა. ამჟამად წითელმუცელა მცურავები უსაფრთხო ადგილას, ერთ-ერთი ჩვენგანის აგარაკზე იმყოფებიან და განაგრძობენ გამოზამთრებას“,
— წერს ფეისბუკზე გიორგი იანქოშვილი.

ის მადლობას უხდის პროცესში ჩართულ პირებს, მათ შორის, ტერიტორიის მოსაკუთრეს, რომელმაც გველები არ დახოცა და დაელოდა სპეციალისტთა ადგილზე მისვლას.

ნაპოვნი გველები — წითელმუცელა მცურავი, წენგოსფერო მცურავი და წყლის ანკარა — ადამიანისთვის უსაფრთხოა. სამივე სახეობის გველი უშხამოა და ისინი ფართოდ არიან გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე.

გველი ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი კვების ჯაჭვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც ანადგურებს მღრღნელებსა და სხვა მავნებლებს. თავად გველებს საკვებად გარეული ფრინველები და სხვა ცხოველები იყენებენ. შესაბამისად, მათი დახოცვა დაუშვებელია.




მთავარ ფოტოზე: მკვლევრები და სტუდენტები ქარელში ნაპოვნ გველებთან ერთად.


წყარო: netgazeti.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.