ახალი ამბები
პირობას გაძლევთ, საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალპროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ ჩაატარებს არჩევნებს - გიორგი კალანდარიშვილი
სრული პასუხისმგებლობა გამოვიჩინე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინ არსებულ ადმინისტრაციას ვმართავ ბოლომდე, ღირსეულად, მაღალპროფესიულ დონეზე - თუ მე ვიქნები ოქტომბრის არჩევნებზე ცესკო-ს ხელმძღვანელი, პირობას გაძლევთ, საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალპროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარებს არჩევნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

პოლიტიკურ ლიდერებთან ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ, კალანდარიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ტექნოლოგიებთან მიმართებით, არსებითი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„ფაქტობრივად, დისკუსიამ რომელიც წარიმართა და კითხვა-პასუხმა ცხადყო, რომ ტექნოლოგიებთან მიმართებით, არსებითი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ტექნოლოგიები სრულად გამართულად ფუნქციონირებს, საერთაშორისო სტანდარტებით და პასუხობს კარგ პრაქტიკას, რაც ბევრ ქვეყანაში არსებობს. სახეზე გვაქვს ღია, საჯარო და გამჭვირვალე პროცესი, რომელთან მიმართებით არ არსებობს არსებითი წუხილი, რაც დამატებით დახვეწას ან გადახედვას საჭიროებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს გიორგი კალანდარიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი პირი ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელი, ბიზნეს პროცესი არის იმდაგვარად გაწერილი და აპარატების ფუნქციონირება იმდაგვარად მორგებული საარჩევნო კანონმდებლობას და ჩვენს რეალობას, რომ იქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს და წუხილს, მოვუწოდებ ჩართულ მხარეებს, კარგად წაიკითხონ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი თავმჯდომარე სრულ უფლებამოსილებაშია მანამ, სანამ არ მოხდება ახლით ჩანაცვლება. ეს პირდაპირ გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციების და სპეკულაციების მიზნით არის“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას ცესკოს თავმჯდომარის არჩევის თაობაზე, კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ეს ცალკე შეფასების საკითხია, რომელთანაც მას არანაირი შემხებლობა არ აქვს.

„მეტიც, სრული პასუხისმგებლობა გამოვიჩინე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინ არსებულ ადმინისტრაციას ვმართავ ბოლომდე, ღირსეულად, მაღალპროფესიულ დონეზე და თუ მე ვიქნები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს ხელმძღვანელი, პირობას გაძლევთ, საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალპროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარებს არჩევნებს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.