იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება
მთელი ქვეყნის მასშტაბით
ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები 3
თეთრით შემცირდება. ახალი ტარიფები 2024 წლის პირველი იანვრიდან
ამოქმედდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა
ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4
დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც,
დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც
საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით
მცირდება.