დევნილთა სააგენტო 100-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა საკითხების შემსწავლელი
კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 100-მდე
ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ
რეგიონში, თავად შეარჩევენ.
პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. 2023
წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე
შეუსყიდა. 2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის
ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი
განსახლდება.