უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვებია
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის
გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს და
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე აკრძალულია
მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა,
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185
(ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე,
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის
მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.