2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობები გაუქმდება
პარლამენტმა მესამე მოსმენით
დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან
გაუქმდება ის არაელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებიც 2011 წლის
28 ივლისამდე გაიცა.
ცვლილებების თანახმად, აღნიშნული დოკუმენტის მფლობელ პირებზე
სანაცვლოდ გაცემულ ახალ პირადობის მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე
საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.
„პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის
აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის
ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით - შეცვლის დამატებითი
მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი
შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას“, - წერია კანონპროექტის
განმარტებით ბარათში.
პარლამენტმა მანამდე დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, ამომრჩეველს
ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება
უნარჩუნდება.