„სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი იცვლება
2024 წლის 1 იანვრიდან შპს „სოკარ
ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო
(კომერციული) მომხმარებლებისთვის
1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი
განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარით დღგ-ს
ჩათვლით.
გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის,
რომლებზეც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716
დადგენილების საფუძველზე ვრცელდებოდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების
სახელმწიფო პროგრამა.
ასევე უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის მიერ არის დადგენილი.