მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს
სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ.
პოლონელმა ინსტრუქტორებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
თანამშრომლები საბაგიროზე სამაშველო ოპერაციების განხორციელების
მიმართულებით გადაამზადეს. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე
პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
სამთო-სამაშველო სწავლება ორგანიზაცია - „ICAD”-ის მიერ, პოლონური
საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი
თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და
მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო
შესაძლებლობების განვითარებას.