ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა
ტრენინგები გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოსა
და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.
გადამზადებულ მეფუტკრეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა.
„მეფუტკრეთა გადამზადება გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით მიმდინარეობდა. მეფუტკრეთა
შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის
გადამზადება 4 ფაზას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, ფერმერები გაეცნენ
როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს. ყურადღება გამახვილდა
ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს თაფლის ხარისხის
გაუმჯობესებას და ფერმერების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას,
დაავადებებთან ბრძოლას და დარგში თანამედროვე მეთოდების
დანერგვას“, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
ტრენინგებში მონაწილეობდნენ მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა
რეგიონიდან. სწავლებას მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები
უძღვებოდნენ.