თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული
თამაზ გინტური სოფელ კირბალში, მშობლების გვერდით სამხედრო პატივით
დაკრძალეს.
გინტური გორის საკათედრო ტაძრიდან
გამოასვენეს, პანაშვიდი კი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა აღავლინა.
დაკრძალვის ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო.
თამაზ გინტური, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ
ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების
მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი
თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ
დააკავეს, თუმცა 2 დღის წინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.
შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის
გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის
კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და
თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"