ახალი ამბები
„მესხური ჩეჩილი“ „საქპატენტშია“ რეგისტრირებული
გეოგრაფიული აღნიშვნა „მესხური ჩეჩილი“ „საქპატენტშია“ რეგისტრირებული.

„ერთია ქართული კულინარია და მეორეა ის უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ქართველ ხალხს ოდითგან ახასიათებდა. კულინარია იყო ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც რწმენა ძალიან ძლიერად ტოვებდა კვალს ამა თუ იმ პროდუქტის სახელზე, მომზადების თუ მირთმევის წესზე და ა. შ. ზუსტად ასეთ შემთხვევას ვხვდებით მესხეთში, სადაც გადმოცემა გვეუბნება, რომ ყველა ოჯახში უნდა ყოფილიყო „წმინდა ერბო“. ეს სახელი იტევდა ორ მნიშვნელობას - ერთი მხრივ, ღვთიურ სიწმინდეს, მეორე მხრივ კი სიუხვეს. რომელ ოჯახსაც ჰქონდა ერბო, ის თავს აუცილებლად გაიტანდა, გაჭირვება არ დაუდგებოდა და მისი ოჯახი წმინდა იყო, ანუ დაცული შიმშილისგან. თავად ერბო კი სწორედ ყველის დამზადების შემდეგ რჩებოდა ოჯახს. რძიდან ჯერ მოიხდებოდა ნაღები, დარჩენილი რძისგან ამზადებდნენ ყველს - ჩეჩილს, ცხიმისგან კი ამზადებდნენ ნოყიერ ერბოს. გარკვეულწილად, ოჯახში ერბოს არსებობა ნიშნავდა ყველის არსებობასაც.

რაც შეეხება კონკრეტულად მესხურ ჩეჩილს, მისი ფორმა და სტრუქტურა დაკავშირებულია ადგილობრივი ცხოვრების სტილთან. რეგიონთან, რომელიც გამოირჩევა ხანგრძლივი ზამთრით, სიცივით და აქტიური მეცხოველეობით. ჩეჩილი ყველი კი ხალხის მიერ მოფიქრებული საუკეთესო ვერსიაა, რაც ძროხის მოხდილი რძისგან შეიძლებოდა მიეღოთ - ნოყიერი, მსუბუქი, შესანახად იოლი და მინდორში წასაღებად ადვილი. მწყემსები მას ნაჭერში ახვევდნენ და თან მიჰქონდათ.

რძის მომწიფების, ჩაკვეთის, შედედების, გაცხელებისა და მორევის შემდეგ, წარმოიქმნება დიდი ფიფქები, რომლებიც ადვილად ეწებება ერთმანეთს. მათ ხელის მოძრაობით აძლევენ გრძელ ფორმას, როგორც თოკს, თასმას. ასე იქმნება ჩეჩილი. ყველი, რომელიც სხვა წათხის ყველისგან გამოირჩევა თავისებური დამზადების ტექნოლოგიით. ყველის ძაფოვანი მასა არის შეკრული ან დაწნული ფორმის. ძაფები მკვრივია, გაწელვისას საკმაოდ მყარი და დაწნულ თოკებს მოგაგონებთ. ფერად თეთრია, აქვს მსუბუქი, რძემჟავური, სასიამოვნო სუნი და გამოკვეთილი ცილოვანი, საკმაოდ მარილიანი გემო. მესხური ჩეჩილის ფორმა სქელ ნაწნავს მოგაგონებთ და იქიდან მომდინარეობს, რომ დასაკეცად ყველაზე მარტივია - რამდენჯერმე დაატრიალებენ ხელში, გადაკეცავენ, დაგრეხილს აწყობენ დიდ ხის დაფაზე, ელოდებიან სანამ დაიწრიტება ზედმეტი სითხისგან და შემდეგ გადააქვთ მარილწყალში, სადაც დამარილებასთან ერთად ყალიბდება მისი გემო. ყველის სახელწოდებას განსაკუთრებული კვლევა არც სჭირდება, ჩეჩილი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ძაფების ხელით აჩეჩვაა შესაძლებელი. იგივე შინაარსს ატარებს ივანე ჯავახიშვილის ჩანაწერი, რომელიც ჩეჩილი ყველის დაწვნა-დაგრეხას დეტალურად აღწერს თავის ნაშრომში.

მესხური ჩეჩილის უნიკალურობას სწორედ ადამიანური ფაქტორი, კერძოდ კი მისი მომზადების მრავალწლიანი ტრადიცია განაპირობებს, რომელიც დღემდე ცოცხალია მის წარმოშობის ტერიტორიაზე. საქპატენტში რეგისტრირებულ სპეციფიკაციაში აღწერილი წესის თანახმად, ამ ყველის დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება უნდა ხორციელდება მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე“.

გეოგრაფიული აღნიშვნა „მესხური ჩეჩილი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.