ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია გაცემულია. გადაწყვეტილება უკვე
გამოცხადდა.
სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო
დეკემბერში მიიღებს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ
ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა
გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ფონ დერ ლაიენის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს
უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრება და "ევროკავშირისადმი
მისწრაფება უკეთ უნდა აირეკლოს" ხელისუფლებამ.
ბრიუსელში ამ წუთებში მიმდინარეობს პრესკონფერენცია, რომელზეც ურზულა
ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი
მედიას ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ანგარიშს აცნობენ.