2023 წლის მესამე კვარტალში, სამცხე-ჯავახეთში 31 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, საქართველოში 1496
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 121 და
დაშავდა 2027 მოქალაქე.
სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობით
პირველ ადგილზე თბილისია (659 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე
ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (183
შემთხვევა).
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
აჭარა - 168 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი -
67, შიდა ქართლი - 97, ქვემო ქართლი -120, კახეთი-85, სამცხე-ჯავახეთი
- 31, მცხეთა- 51, გურია - 35.
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 497 შემთხვევა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო
საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო
შემთხვევა/შეჯახებაა ქვეითად მოსიარულეზე - 397 შემთხვევა.
ამასთან, ამავე პერიოდში 203 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა
აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.
წყარო: ipn.ge