ახალი ამბები
ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, პორტფელს აფართოებს და პრემიუმ ლიმონათების ასორტიმენტით, ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში შედის.

LIMONATI BY BORJOMI – „ლიმონათი ბორჯომისგან“, ახალი ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც ქართული მინერალური წყლის ბრენდი მომხმარებელს უახლოეს პერიოდში შესთავაზებს. „ლიმონათი ბორჯომისგან“, დამზადებულია „ბორჯომის“ მინერალური წყლით და ქართული ნატურალური ხილის წვენით.


ახალი ქართული ლიმონათი ქილაში ჩამოისხმება, შეფუთვის დიზაინზე იტალიურმა ბრენდინგ სააგენტო „პაგინამ“ იმუშავა. ლიმონათის ოთხი გემო – მსხალი, აჭარული მანდარინი, ტარხუნა და ციტრუსი, შესაბამისი ფერის ქილებშია წარმოდგენილი. დიზაინი, ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ორნამენტთან ერთად, ბორჯომის ხეობას, მინერალურ წყალს და ბრენდის სიმბოლოს - ირემს, ოვალის ფორმის გამოსახულებაში აერთიანებს. სპეციალურად შეირჩა ქართული ჟღერადობის სახელწოდებაც - LIMONATI ბორჯომისგან, რომელიც სიტყვის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ენაზე დაიწერა.



„ინოვაციური პროექტების განხორციელება და პორტფელის გაფართოება, ჩვენი კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვცდილობთ, ვიყოთ ნოვატორები, ერთი მხრივ დავნერგოთ სიახლეები და მეორე მხრივ მოვიზიდოთ სრულიად განსხვავებული, ჩვენთვის ახალი კატეგორიის მომხმარებლები. ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში შესვლა ერთგვარი გამოწვევაა, რადგან გარემო საკმაოდ კონკურენტულია. თუმცა მიგვაჩნია, რომ „ქართული ლიმონათი ბორჯომისგან“, გამორჩეულია თავისი შემადგენლობით და გემოთი, რაც მის წარმატებას განაპირობებს და ღირსეულად გააგრძელებს საქართველოში ლიმონათის დამზადების 100 წლიან ტრადიციას“ - განაცხადა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა. 






„ლიმონათი ბორჯომისგან“ ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში იწარმოება და საქართველოს გარდა ექსპორტზე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გავა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ სავაჭრო ობიექტებთან. ბრენდი ახალი პროდუქტის საკომუნიკაციო კამპანიას და ქსელში გატანას 2024 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ასევე მალე, მისი შეძენა კომპანიის ონლაინ გაყიდვების პლატფორმა www.mywatershop.ge - ზეც იქნება შესაძლებელი.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.