ახალი ამბები
რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ბორჯომში 2024 წლიდან
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის რეაბილიტაცია, სილამაზის ხიდის განახლება, ციცინათელას შენობის რეაბილიტაცია და გარკვეულ ქუჩებზე საცხოვრებელი სახლებისთვის იერსახის შეცვლა, - ეს და სხვა სამუშაოები ბორჯომში 2024 წლიდან განხორციელდება. ამის შესახებ ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა გადაცემაში „კვირის ამბები“ განაცხადა. მისი განმარტებით მასშტაბური პროექტები ბორჯომში ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა ორი მსხვილი პროექტი. დაინიცირებულია და ტენდერი უკვე ჩატარებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების მომზადება. ეს ეხება გურამიშვილის ქუჩის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების იერსახის ცვლილებას, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს ბორჯომში ეს უბანი ვიზიტორებისთვის. პირველ ეტაპზე, განხორციელდება სილამაზის ხიდის რეაბილიტაცია, ასევე ე.წ. „ციცინათელას“ შენობის რეაბილიტაცია, მისი პროექტი უკვე მზად არის და შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. აგრეთვე, მოხდება გამსახურდია-დუმბაძის ქუჩების რეაბილიტაცია . ასევე, მიმდინარეობს სამუშაოები ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის სრული რეაბილიტაციისთვის, რომელზეც გამოყოფილია 35 მილიონი ლარი. აღნიშნული პროექტი არის ორ წლიანი. მოხდება როგორც შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, ასევე იქ არსებული ატრაქციების მთლიანად შეცვლა და ახალი სივრცის შექმნა ბორჯომის პარკში, რომელიც მოიცავს გოგირდის აუზიდან ისტორიული პარკთან დამაკავშირებელი გზის და იმ არეალის განვითარებას“ - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.


მუნიციპალური განვითარების ფონდი, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბორჯომში ორ ეტაპად იმუშავებს, თავდაპირველად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე, შემდეგ კი ფიზიკური სამუშაოების შესასრულებლად. აქტიური სამუშაოები პროცესი სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება.

„აღნიშნულ პროექტს განახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. გასულ კვირას გვქონდა კომუნიკაცია ამ ფონდის ხელმძღვანელობასთან, ასევე ინფრასტრუქტურის სფეროში მინისტრის მოადგილესთან, რომელმაც დაგვიკონკრეტა რომ აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაზე და არეალების განსაზღვრისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მოსამზადებლად კონტრაქტორისთვის განსაზღვრულია 3 თვის ვადა. დაახლოებით იანვრის თვეში უნდა იყოს დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები. ხოლო, გაზაფხულზე როცა შესაძლებელი იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, დაიწყება მშენელობის პროცესი. ეს სრულად დაფინანსებული იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან“ - ბორჯომის მერი.

კითხვაზე, მოესწრება თუ არა ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება ზაფხულის საკურორტო სეზონის დაწყებამდე, ბორჯომის მერმა გადაცემაში გვიპასუხა:

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკურორტო სეზონი ემთხვევა სამშენებლო სეზონს. აქედან გამომდინარე, გარკვეული დისკომფორტი იქნება იმ დამსვენებლებისთვის, რომლებიც იმ მომენტში, იმ არეალში იქნებიან დასასვენებლად ან მოუწევთ გასვლა, რადგან ზამთრის პერიოდში, აქ არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მანამდე. ბუნებრივია, ზამთარში ვერანაირ სამუშაოებს ვერ განვახორციელებთ, რადგან ეს იქნება უხარისხო და დროებითი.“


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.