ბორჯომი - ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
ბორჯომი-ახალციხის გზაზე, სადაც სატვირტო ავტომობილი ამობრუნდა, რამაც
მაგისტრალზე საცობი გამოიწვია, გადაადგილება კი შეფერხებულია. ადგილზე
მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დღეს, ეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავარიის მეორე
შემთხვევაა.
ტელეკომპანია "ბორჯომი", "შინაგან საქმეთა სამინისტროს" დაუკავშირდა,
უწყების თქმით, ამჯერადაც, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ
დაშავებულა. გამოძიება 125 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო
საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას
გულისხმობს.
ფოტოს ავტორი: ჯაბა ნათენაძე