დღეს 14 ოქტომბერს, ახალდაბასთან,
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გზის მთლიან სიგრძეზე სატვირტო ავტომობილი ამობრუნდა, რამაც
მაგისტრალზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია,
სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ტელეკომპანია "ბორჯომი", "შინაგან საქმეთა სამინისტროს" დაუკავშირდა,
უწყების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
გამოძიება 125 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების
მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.