არაფორმალური მმართველები სამცხე-ჯავახეთში? - ხაბეიშვილის განცხადება და ორჯონიკიძის პასუხი
16:53 / 11.10.2023
გასულ კვირას, ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის ლიდერმა სამცხე-ჯავახეთის არაფორმალურ მმართველებზე
ისაუბრა.ბრიფინგზე მან, ელგუჯა, გია და ეკა
ორჯონიკიძეები მოიხსენია. ხაბეიშვილის განმარტებით ელგუჯა ორჯონიკიძე
არის "ეფესბეს" მაღალჩინოსანი, რომლის საშუალებითაც მისი და ეკა
ორჯონიკიძე დანიშნეს ბაკურიანის ფონდის ხელმძღვანელად და ბიუჯეტი 18
მილიონი ლარის ოდენობით მისცეს. მისი თქმით, ივანიშვილი
დაინტერესებულია ბაკურიანით და როდესაც სჭირდება სარეკრეაციო ზონის
მოხსნა თუ სხვადასხვა სამშენებლო გადაწყვეტილებების მიღება, ამაში,
და-ძმა ორჯონიკიძეები და მაღალი თანამდებობის პირები ეხმარებიან.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს
თავმჯდომარემ ეკა ორჯონიკიძემ უპასუხა. ორჯონიკიძემ, ბრალდება და
აბსურდი უწოდა იმას რაც ენმ-ს ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. მან
ხაბეიშვილს რჩევა მისცა, პირდაპირ ეთერში განცხადების გაკეთებამდე,
ინფორმაცია გადაამოწმოს და ისე გააჟღეროს. ხაბეიშვილის განცხადება და
ორჯონიკიძის პასუხი ნახეთ ვიდეოში.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.