ახალი ამბები
მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნით, პროფკავშირებმა პარლამენტს ინიციატივით მიმართა
ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში ინიციატივა შეიტანა.

პროფკავშირების გაერთიანება ითხოვს, რომ დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს.


მომავალში კი, მოხდეს მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და მიაღწიოს საშუალო ხელფასის 60%-ს. ოდენობას, რომელსაც ევროკავშირის დირექტივა ითვალისწინებს.


საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქტივისტები იყვნენ შეკრებილები და სკანდირებენ - „მინიმალური ხელფასი 20 ლარი სირცხვილია“...


„ჩვენი ინიციატივა ეხება საქართველოს 192 ათას მოქალაქეს, რომელიც სასოწარკვეთილია იმ შემოსავლებიდან და მინიმალური ხელფასიდან, რომელიც საქართველოშია დღეს. მოვუწოდებ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საკანონმდებლო აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეადგინონ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე იქნება დაფუძნებული და მათ შორის არის სწორედ ჩვენს მიერ შეტანილი ინიციატივა, რომელსაც მყისიერი განხილვა სჭირდება“ - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.



პროფკავშირების თქმით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ 190,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა, რადგან საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი სწორედ ამ ოდენობის დასაქმებულს აქვს.


შეგახსენებთ, მინიმალური ხელფასი საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლის ბრძანებულებით დამტკიცებული 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც საქსტატის დაწესებულ საარსებო მინიმუმზე 12,6- ჯერ ნაკლებია.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 12,500 ადამიანს 100 ლარს ქვემოთ, 500 ლარამდე ხელფასი - 131 841, ხოლო, 636 ლარზე ნაკლები ხელფასი - 190,000-ზე მეტ ადამიანს აქვს.


ეს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით რიგით მესამე ინიციატივაა, რომელიც პროფკავშირებს პარლამენტში შეაქვს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.