გაეროს მისია ყარაბაღში ჩავიდა
გაერო-ს მისიის წევრები ყარაბაღში
ჩავიდნენ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მისიის წევრებმა დილით აღდამი გაიარეს და
ასგარან-ხანქენდის მიმართულებით დაიძრნენ.
აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ მისიის მიზანია ადგილზე გაეცნონ
სიტუაციას და დაადგინონ მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები. მასში
შედიან გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 30 წლის
განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ რეგიონში წვდომა
მოიპოვა.