ახალი ამბები
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთში ექვსივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო თათბირი გაიმართა.

შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის:

1. რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მათი შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში.

2. კულტურის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები


თათბირზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მოქმედი სპორტული კლუბების მიღწევებზე. ინტერმუნიციპალური სარაგბო კლუბის - "ტაო" ხელმძღვანელმა ირაკლი გვენეტაძემ სახელმწიფო რწმუნებულს, მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს კლუბის აქტივობების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა.

ამასთან, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სახელმწიფო რწმუნებულისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.

ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო თათბირს, მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მოადგილეები - დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ალიბეგაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 86% - ით გაიზარდა ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის
სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი.
12:16 / 08.12.2023
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86% - ით გაიზარდა ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი.
აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება - პეტიციით საქართველოს მთავრობას
და პარლამენტს მიმართავენ.
19:09 / 06.12.2023
აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება - პეტიციით საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მიმართავენ.


საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი ,,ბორჯომი’’ 1931 წლიდან გამოდის და
ადგილობრივებს ყოველკვირეულად აცნობს მუნიციპალიტეტის ახალ
ამბებს.
14:59 / 06.12.2023


საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი ,,ბორჯომი’’ 1931 წლიდან გამოდის და ადგილობრივებს ყოველკვირეულად აცნობს მუნიციპალიტეტის ახალ ამბებს.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი
კამპანიის ფარგლებში ბორჯომში ღონისძიებები გრძელდება.
17:54 / 04.12.2023
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ბორჯომში ღონისძიებები გრძელდება.
ბორჯომის სასპორტო სკოლა და
ცენტრალური ბიბლიოთეკა ადგილმდებარეობას შეიცვლის.
16:12 / 01.12.2023
ბორჯომის სასპორტო სკოლა და ცენტრალური ბიბლიოთეკა ადგილმდებარეობას შეიცვლის.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
ორი წელი თვითმმართველობის არჩევნებიდან, რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ორი წლის განმავლობაში ბორჯომში, რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს ადგილობრივი ხელისუფლება.
33 სოფელი ბორჯომში და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 1 200 000 ლარი.
დღის ამბები
პეტიცია პიროტექნიკის აკრძალვაზე - საფრთხე თუ სადღესასწაულო გასართობი საშუალება;
ყინულის მოედანი თუ საბავშვო ბაღი ბაკურიანში -არჩევანი ბაღის სასარგებლოდ;
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.