კეტჩუპში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა,
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების
გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად,
კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი, ქ.
ერევანი, შირაკის ქ. N 1/68. ნეტო: 200 გ.; დამზადების თარიღი: 03.06.
2023 წელი; დისტრიბუტორი საქართველოში: ი/მ გაგიკ კობალიან, ს/კ
07001011888, ქ. ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. 61/10) აკრძალული
სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა.
სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს აღნიშნული
სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული
სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის
აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ
ინფორმირება.
ამავდროულად, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
უფლებამოსილი პირები ბიზნესოპერატორთან სახელმწიფო კონტროლს
ახორციელებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს
კეტჩუპი „PRIMO“-ს ზემოაღნიშნული პარტია.
სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების
ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის
დამატება სურსათში აკრძალულია.