გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მეორე ადამიანი იპოვეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
სილაურში, ქალის ცხედარი იპოვეს.
80 წლამდე ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი წვიმა
დაიწყო. წვიმისგან გამოწვეულმა მეწყერმა, 2 სართულიანი სახლი ,
რომელშიც ქალი იმყოპებოდა მთლიანად ჩაიტანა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაების შედეგად ქალის ცხედარი იქნება
ნაპოვნი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მოზარდი დაიღუპა,
გავრცელებული ინფორმაციით სტიქიის ზონაში ოჯახის წევრს ღვარცოფმა
მოზარდი ხელიდან გამოსტაცა და საბოლოოდ მაშველებმა ბიჭი გარდაცვლილი
იპოვეს.
ინფორმაციას ტელეკომპანია "გურია" ავრცელებს.