ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 30%-ით გაიზარდა
ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა
სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში ევროპული
გაერთიანების ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 30%-ით
გაიზარდა.
სააგენტოს ცნობით, თავშესაფრის
მოსაპოვებლად დარეგისტრირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალი
გერმანიაშია.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით
ევროკავშირის ქვეყნებში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში თავშესაფრის
მოსაპოვებლად სულ 519 000-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. მათ შორის
უმეტესობას სირიის, ავღანეთის, ვენესუელას, თურქეთისა და კოლუმბიის
მოქალაქეები შეადგენენ.
ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა სააგენტოს ინფორმაციით,
სტატისტიკური მონაცემები არ მოიცავს უკრაინის 4 მილიონამდე მოქალაქეს,
რომლებმაც ქვეყანა ომის გამო დატოვეს.