ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც
სამი ხუთსართულიანი ბინის გარე ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუშა გადმოვარდა.
ის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების
ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში გადაასვენეს.
გარდაცვლილი ბოლაჯურში მცხოვრები 35 წლამდე კაცია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.