სოფელ ნაქალაქევთან მტკვარში ცხედარი იპოვეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ
ნაქალაქევთან, მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე"
ავრცელებს
შემთხვევის ადგილზე შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
თანამშრომლები და სამედიცინო ექსპერტი იმყოფებიან.
"ცხედრის ფრაგმენტებია, ადგილზე პოლიცია და მაშველები იმყოფებიან", –
გვითხრეს ადგილობრივებმა.
ამ ეტაპზე უცნობია ეკუთვნის თუ არა გარდაცვლილის ცხედარი მიმდინარე
წლის 5 მაისს დაკარგულ ახალგაზრდა კაცს, გიმზერ კაველიძეს.
ცნობისთვის, ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაქალაქევში მცხოვრები
28 წლის გიმზერ კაველიძე მიმდინარე წლის 5 მაისს დაიკარგა. ბოლოს
ახალგაზრდა სოფელ თმოგვის მიმდებარედ, მტკვართან ნახეს. ერთ–ერთი
ვერსიით, იგი მდინარეზე ბაგირით გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც წყალში
ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით
დაიწყო, თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.