ახალი ამბები
ყველაზე ძვირადღირებული პასპორტები და ვიზები
სადაზღვევო კომპანია William Russell-მა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების პასპორტებისა და ვიზების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა და გაარკვია, სად ღირს სამგზავრო დოკუმენტების აღება ყველაზე ძვირი.

მონაცემები ემყარება დოკუმენტის გამომშვებ ქვეყანაში ზრდასრული ადამიანის სტანდარტული პასპორტის საფასურს, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საკონსულოებსა და საელჩოებში პასპორტის ფასი შესაძლოა, განსხვავებული იყოს.

კვლევამ აჩვენა, რომ პასპორტი ყველაზე ძვირი - $230 ავსტრალიაში ღირს. მეორე ადგილს $170-ით მექსიკა იკავებს. მას მოსდევს შვეიცარია, სადაც ახალი პასპორტის საფასური $140-ს შეადგენს. სამივე ქვეყნის დოკუმენტს 10-წლიანი მოქმედების ვადა აქვს.

ძვირადღირებული პასპორტების საფასურის რეიტინგში აშშ-ს $130-ით მე-5 ადგილი უჭირავს. მას 7 ადგილით ჩამორჩება გაერთიანებული სამეფო, სადაც დოკუმენტის ფასი $100-ია.

ყველაზე იაფი პასპორტების რეიტინგში კი პირველ ადგილზე ჩეხეთია. ამ ქვეყანაში 10-წლიანი სამგზავრო დოკუმენტის ფასი $27-ია. მას $29-ით ლატვია და $33-ით ესპანეთი მოსდევს.

38 ქვეყნის სიაში საქართველოს მონაცემები გაანალიზებული არ ყოფილა. საქართველოში სრულწლოვანი პირისთვის მე-10 სამუშაო დღეს გაცემული პასპორტის საფასური 150 ლარია, ხოლო თუ პირს სამგზავრო დოკუმენტის მიღება განაცხადის შეტანის დღეს სურს, მას ამისთვის 350 ლარის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება ტურისტული ვიზის მოსაკრებელს, ამ შემთხვევაში საშუალო $127-ით სიის სათავეში ამერიკის შეერთებული შტატებია. აღსანიშნავია, რომ აშშ-მა გასულ თვეში, გარკვეულ კატეგორიებზე სავიზო მოსაკრებელი გაზარდა.

მეორე ადგილზეა ახალი ზელანდია, სადაც კვლევის მიხედვით, ტურისტული ვიზის საშუალო ფასი $106-ია. მესამე ადგილს $90-ით ავსტრალია იკავებს.

რეიტინგის თანახმად, ყველაზე იაფი ტურისტული ვიზა სამხრეთ კორეაში ღირს და ფასი $3-ია. მეორე ადგილზე $13-ით თურქეთია. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ტურისტული ვიზა 91 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეებს არ სჭირდებათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.