ახალი ამბები
ბორჯომში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
პროექტის მიხედვით მოეწყო მიწისქვეშა
სანიაღვრე ქსელი, გრანიტის ქვაფენილიანი ტროტუარები და დაიგო
ორფენიანი ასფალტის საფარი.
„ბორჯომში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის
მოწესრიგება, წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სოფელსა და
საკურორტო დაბაში გზის რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია
ბორჯომისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და დარწმუნებული ვარ
ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კუთხით არაერთი პროექტის
განხორციელება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
ფინანსდება. სამუშაოებს შპს ,,ბილტმორი" ასრულებს.
(R)
გააზიარეთ :