ახალი ამბები
სამხედრო ამბოხი რუსეთში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს "ღალატი" და "რუსეთისთვის ზურგში დარტყმა" უწოდა.

ვაგნერის ბუნტი „უკანასკნელი დროის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის“, აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს "ღალატი" და "რუსეთისთვის ზურგში დარტყმა" უწოდა.

პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია. მანვე თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება "გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება".კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებულ დანაყოფზე თავდასხმაში, რასაც, მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

რუსეთის „ეფესბემ“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა (PSC) გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პრიგოჟინის განცხადებები შეფასებულია, როგორც დანაშაული და ღალატი. „ეფესბემ“ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. რუსეთის გენერალურმა პროკურატურის ცნობით ევგენი პრიგოჟინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.