ახალი ამბები
კოლეგები, მეგობრები და ახლობლები რობიზონ მაქაძეს იხსენებენ
გუშინ, 13 ივნისს, პირველი არხის, სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ოპერატორი რობიზონ მაქაძე გარდაიცვალა. 40 წლიანი მუშაობის შემდეგ, ბოლო კადრები მან ადიგენში, სეტყვის დროს გადაიღო.








რობიზონ მაქაძე საქართველოს პირველ არხზე 1983 წლიდან მუშაობდა, 1996 წლიდან კი სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ოპერატორი იყო. ამ დროის მანძილზე არაერთი მოვლენა თუ ფაქტი მოხვედრილა მისი კამერის ობიექტივში. 





კოლეგები, ახლობლები, მეგობრები, რობიზონ მაქაძეს სოციალურ ქსელში იხსენებენ და ოჯახს სამძიმარს უცხადებენ მისი გარდაცვალების გამო.






„ყველაზე ძალიან რომ გვჭირდებოდი, მაშინ მიგვატოვე ზუსტად! არადა, 11 წლის ნანატრ შვილიშვილს უნდა შეხვედროდი მალე, ვერც კი წარმოიდგენ რას ვგრძნობ, რას განვიცდი.“


„ბიძი, ჩემო საამაყო არ მჯერა, რომ აღარ მეყოლები, რომ ვეღარ გნახავ, ძალიან მატკინე გული. ისეთი კარგი იყავი, ისეთი თბილი და ყურადღებიანი. ჯერ კიდევ ბევრი გქონდა გასავლელი ჩვენთან ერთად.“


„არსებობენ გამორჩეულად კარგი ადამინები და ასეთი იყავით თქვენ! საუკეთესო კოლეგა, საუკეთესო მეგობარი და საუკეთესო ადამიანი, "ბატონო რობიზონ" ძალიან დაგვაკლდებით ყველას!“


„მიხარია რომ გიცნობდი, მადლობა ერთად გატარებული ყველა სამუშაო დღისთვის.“


„რა მოულოდნელი და თავზარდამცემი ამბავია! ძალიან, ძალიან დაგვენანე ყველას, მეგობარო“.


„არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ შორიდან გესალმებიან, გკითხულობენ, საათობით მასთან ერთად არ ხარ, თუმცა გრძნობ, რომ თავისი ერთი, როგორ ხართით? ან უბრალოდ გამარჯობით, რა დიდ პატივისცემას და სიყვარულს გასცემენ. ჩემთვის ასეთი პიროვნება იყო ბატონი რობიზონი, სიკეთის, პროფესიონალიზმის, ერთგულების და უბრალოდ ადამიანობის განსახიერება. ვიზიარებ, ოჯახის და ახლობლების მწუხარებას.“

„ჩვენი რობიზონა - არ მეგულება ჟურნალისტი ვისაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ რეპორტაჟზე მაინც უმუშავია, რომ რობიზონთან ფოტო არ ჰქონდეს გადაღებული და მასთან ერთად მანქანის ,,კაპოტზე“ პური არ გაეტეხოს. ჩვენი კოლეგა, რობიზონ მაქაძე, პირველი არხის ოპერატორი, მაგრამ, ამავდროულად, წლების განმავლობაში - ჟურნალისტიც და მძღოლიც. წესიერი, უბოროტო ადამიანი და იმის მიუხედავად, რომ წელს უკვე 64-ის ხდებოდა, ყველასთვის თანატოლი იყო.“


„ღმერთო როგორ დამენანა ეს უკარგესი ადამიანი. ვერ წარმომიდგენია, რომ აღარ შემეხმიანები, აღარ მოიკითხავ შენებურად "რა ხდება თქვენსკენ ბორჯომშიო, ახალი ამბები გეცოდინებაო. "


„რამდენ გადაღებაზე ვყოფილვართ ერთად, რამდენი ამბავი გაგვიშუქებია რეგიონში, რამდენი ისტორია გადაგვხვდენია ჟურნალისტებს!... ეს ყველაფერი წარსულში დარჩა?!

ყველაზე ოპერატიული, პუნქტუალური რობიზონი, სუულ პირველი მიდიოდა გადაღებებზე, ვერასდროს დავასწრებდით მისვლას. რობიზონ, საუკეთესო ჟურნალისტი, ოპერატორი, კოლეგა, მეგობარი და რაც მთავარია, რეგიონის გამორჩეული ადამიანი იყავი და შენს კოლეგებს, ყოველთვის გვემახსოვრები!“
- ასე იხსენებენ რობიზონ მაქაძეს მისი მეგობრები.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.