ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების
დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო
ბატალიონმა
ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული
საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე
საბრძოლო სროლებით ჩატარდა. 61-ე ბატალიონის არტილერისტებმა 152 მმ
თვითმავალი ქვემეხი „აკაციას“ საშუალებით პირობითი მოწინააღმდეგე
საცეცხლე ზემოქმედებით გაანეიტრალეს.
სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი,
ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. საველე წვრთნა
დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ წარმატებით შეფასდა. საველე
წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების
დონის ამაღლება იყო.