ახალი ამბები
კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი მეექვსედ გაიმართება.

კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში, ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

ნომინაციები, ტრადიციულად, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით შეირჩა. 2023 წელს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდებიან:



SDG4 - ხარისხიანი განათლება
SDG7- ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია
SDG8- ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
SDG10- შემცირებული უთანასწორობა
SDG12- მდგრადი მოხმარება და წარმოება
SDG17- პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის


წელს, პირველად, შემოსული განაცხადების განხილვა მოხდება ორ - მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდო “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2023“ ქართულ ბაზარზე მოქმედი პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს:



• მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული მდგრადობის სფეროში;

• წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე;

• წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული მდგრადობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.



კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის
ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო,
- ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
15:44 / 16.12.2024
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.