ახალი ამბები
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი პროგრამის მიზანი მაღალმთიან დასახლებებში, სადაც ეკონომიკური აქტივობა შედარებით დაბალია, კერძო სექტორის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამა განხორციელდება მაღალმთიან დასახლებებთა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დასახლებებში და ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით დაფინანსებას; პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ეს გამონაკლისები პროგრამაშია გაწერილი და მოიცავს სამშენებლო საქმიანობას, დეველოპერულ საქმიანობას, სავაჭრო ობიექტებს, სატრანსპორტო მომსახურებას და ა.შ. ასევე გამონაკლისებშია სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოება, ვინაიდან, ეს მიმართულება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ვფიქრობ, ახალი პროგრამა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა საქმიანობის წამოწყებას, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობას; მათ ექნებათ დამატებით 10% თანადაფინანსება. პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურის პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.

ამ ეტაპზე, პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 5 მლნ ლარის ოდენობით. სოფლის განვითარების სააგენტო განაცხადების მიღებას ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით,
20:43 / 28.09.2023
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით,
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის
ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს
წევრებთან.
17:41 / 27.09.2023
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს წევრებთან.
შეფერხებული მოძრაობა, დისკომფორტი,
მტვერი, საცობი, ასე გამოიყურება ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელი
ცენტრალური მაგისტრალი.
15:50 / 19.09.2023
შეფერხებული მოძრაობა, დისკომფორტი, მტვერი, საცობი, ასე გამოიყურება ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების
დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის
მიმართ დაიწყო.
10:21 / 19.09.2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში
გაემგზავრა.
09:52 / 16.09.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
30 წელი სოხუმის დაცემიდან-ბორჯომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს;
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.