ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 2025 წლის მაისამდე, ქვეყანაში პირველი, მეორე და მესამე კლასის თანამედროვე ტიპის ავტოსადგურები მოეწყობა.

მისივე თქმით, რეფორმის პირველი ეტაპის მოთხოვნები, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ნორმებთან შესაბამისობას მოიცავს, გადამზიდავებმა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილონ.

მინისტრის განმარტებით, ამასთან, რეფორმის ფარგლებში ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება, რომლის ჩატარების წესსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავტოსადგურების რეფორმა დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

„ეს რეფორმა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა სამინისტროში და შემდგომში იხილებოდა ეკონომიკურ გუნდში. დღეს უკვე გამზადებული პაკეტი მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს გადაეგზავნა. პროექტი შემუშავებულია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში. კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას ჩვენი სახმელეთო სააგენტოს მიერ.

იცით, რომ დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოსადგური არსებობს, რომელიც არანაირ წესებში არაა მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, ტურიზმის სექტორზეც და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულ პირობებში სარგებლობენ შიდა, საქალაქთაშორისო, თუ საერთაშორისო გადაზიდვებით. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ. სამი ტიპის ავტოსადგური განისაზღვრება. ეს იქნება პირველი, მეორე და მესამე კლასი. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში, იქნება მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის და ყველა იმ მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მგზავრებს სჭირდებათ.

ასევე, ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება. სერტიფიცირების ჩატარების წესი მთავრობის მიერ განისაზღვრება. თითოეული მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტებსაც თავისი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ.

2024 წლის თებერვლამდე უკვე პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ გადამზიდავებმა, რაც შეეხება მინიმალურ მოთხოვნებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამებოდეს და უკვე 2025 წლის მაისისთვის, ავტოსადგურების მთლიანი რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც დავითაშვილი აცხადებს, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მგზავრობის ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.
„სატრანსპორტო საშუალებები დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, ბილეთების ფასი ლოგიკას დაექვემდებარება. ზოგადად, ამ რეფორმების ფარგლებში, ბილეთის ფასის გაძვირებას არ ველოდებით,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

წყარო: bpn.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით,
20:43 / 28.09.2023
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით,
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის
ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს
წევრებთან.
17:41 / 27.09.2023
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს წევრებთან.
შეფერხებული მოძრაობა, დისკომფორტი,
მტვერი, საცობი, ასე გამოიყურება ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელი
ცენტრალური მაგისტრალი.
15:50 / 19.09.2023
შეფერხებული მოძრაობა, დისკომფორტი, მტვერი, საცობი, ასე გამოიყურება ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების
დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის
მიმართ დაიწყო.
10:21 / 19.09.2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში
გაემგზავრა.
09:52 / 16.09.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
30 წელი სოხუმის დაცემიდან-ბორჯომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს;
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.