ხაშურში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის სახლი გაქურდეს
ხაშურის სპორტი • Khashuri Sport -ის
ინფორმაციით, გუშინ, ხაშურში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი
ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
ცნობილია, რომ გუშინ ღამით, ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურში არსებულ
ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მის მსოფლიოს ჩემპიონობას
აღნიშნავდნენ. ამ რესტორანში მიწვეულები იყვნენ სხვადასხვა
სპორტსმენები და მაისურაძის ახლობლები.