ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში 141 აივ ინფიცირებული პირია
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.

თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი აღნიშნულ თარიღს 1996 წლიდან მაისის ყოველ მესამე კვირა დღეს აღნიშნავს.

წლევანდელი წლის საერთაშორისო დევიზია “გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ!”

მსოფლიოში აივ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აივ ინფექციით სულ 84,2 მლნ ადამიანი დაავადდა და 40,1 მლნ-ზე მეტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, 2023 წლის 21 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9998 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7464 – მამაკაცია და 2534 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4885 პაციენტს განუვითარდა, 2122 გარდაიცვალა.

30 აპრილის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 6149 (5484 + 665 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

32.8 % (3275) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 52.2 % (5222) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.8 % (1281) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (42) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (57) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3771 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1285; შემდეგ იმერეთში 1212; აჭარაში 1165; აფხაზეთში (554); კახეთში (494); ქვემო ქართლში (599); შიდა ქართლში (392); გურიაში (217); სამცხე-ჯავახეთში (141) და ა.შ.
2023 წლის 21 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 219 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 229 ახალი შემთხვევა.

2023 წელს დარეგისტრირდა - 28 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა (25 მამაკაცია და 2 ქალი). 2022 წელს - 139 2021წ -144, 2020 წ - 157, 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;


შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში აღინიშნა 1983 წელს ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს შიდსით დაავადებულებს და მათ ახლობლებს.

აღნიშნული თარიღის აღნიშვნის მიზანია, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ გარდაცვლილთა მოგონებით, არამედ აქტიურად ჩავებათ მოქმედებაში ამ დაავადების პროფილაქტიკის, მკურნალობის და შიდსთან ასოცირებული სხვა პრობლემების გადასაწყვეტად. საქართველოში ჯერ კიდევ არის ეპიდემიის თავიდან აცილების შესაძლებლობა, ოღონდ საჭიროა ამ პრობლემის მიმართ უფრო სერიოზული ყურადღება როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული ჩვენგანის მხრიდან. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.