ახალი ამბები
1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული გახდება დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას
1 ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული გახდება დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას.


კერძოდ, საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებული გახდება სათანადო ზომები მიიღოს, ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა. თუ დამსაქმებელი დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქცირების მექანიზმები იქნება გამოყენებული.


„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონამდე ინციდენტია აღრიცხული, საიდანაც ხელით შრომასთან დაკავშირებულია 18%. აქედან გამომდინარე, საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი დაეფუძნა შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს, რომლის მიზანია დასაქმებული ადამიანებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.


გარკვეული ვალდებულებები განისაზღვრა დამსაქმებლებისა და კომპანიების მიმართ. ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მიზანია შემდეგი: თუ არსებობს სამუშაო, სადაც ადამიანებს ფიზიკურად, ხელით უწევს ტვირთის გადაადგილება და არსებობს მექანიკური მოწყობილობა, რომელიც ამას ჩაანაცვლებს, შრომის ინსპექციას ეძლევა უფლებამოსილება, მოსთხოვოს დამსაქმებელს, რომ მექანიკური მოწყობილობა გამოიყენოს, აირიდოს ადამიანის მიერ ხელით შესრულებული ის სამუშაო, რომელსაც მანქანა-დანადგარი შეასრულებდა.



დამსაქმებელმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ტექნოლოგიურ პროცესს, რათა ტვირთის ხელით გადაადგილება და აწევა აუცილებელი არ იყოს. ამას გააკონტროლებს შრომის ინსპექცია. იმ შემთხვევებში, თუ გამოჩნდება, რომ ფიზიკურად არსებობს ისეთი გადაჭრის გზები, რომელიც პირს ხელით ტვირთის გადაზიდვის საშუალებას აარიდებს და დამსაქმებელი არ ახორციელებს ამ ღონისძიებას, ამ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონიდან გამომდინარე შესაბამისი სანქცირების მექანიზმები განხორციელდება.


შრომის ინსპექციის ცხელი ხაზია 15 75. არამხოლოდ ამ რეგლამენტით, ნებისმიერი უსაფრთხოების, თუ შრომის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ დასაქმებულ ადამიანს შეუძლია მოგვმართოს, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტია არსებობს.


თუ დაინტერესებულ პირს არ სურს, რომ გამჟღავნდეს მისი ვინაობა, ჩვენ ინსპექტირებას განვახორციელებთ, თუმცა საჩივრის ავტორის ვინაობა კონფიდენციალური იქნება. ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მოგვმართოს ელექტრონული ფორმით. შრომის ინსპექცია გეგმურად ახორციელებს კომპანიების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გეგმურ შემოწმებას ვახორციელებთ შრომის უსაფრთხოების, ასევე შრომის უფლებების მიმართულებით“,
- განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.