გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს, პოლიციის - 63%-ს - IRI
IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით,
გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა
მოსწონს.
შესაბამის რეიტინგში ჯარი 77 %-ით
ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა
აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.
რეიტინგში მეორე ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც
გამოკითხულთა 72 %-ს მოსწონს, მესამე კი 63 %-ით ქართულ პოლიციას.
შემდეგ 62 %-ით მოდის მედია, 57%-ით ადგილობრივი ხელისუფლება. 48 %-ს
განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 43 %-ი დადებითად
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას აფასებს, 41 % -
პრემიერ-მინიტრის ოფისს, 39 % - პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 39 % -
სასამართლოებს, 36% - ეროვნულ ბანკს, 36% - პარლამენტს, 36% -
პროკურატურას, 32 % კი - პოლიტიკურ პარტიებს.
ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით,
ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი
რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის
მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა
მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების
ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %,
გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ინფორმაციით, კვლევის
განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით,
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.