4 ქალაქში გზებზე ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების
გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს
განახორციელებენ.
აღნიშნული ცვლილებების შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“
ისაუბრა.
,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წლის ივნისიდან
გეგმავს, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის
კონტროლის განხორციელებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე
დაწყებულია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, საწყის
ეტაპზე, საქართველო ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და
რუსთავში, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და მის
შემოწმებას განახორციელებენ მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე. იმ
შემთხვევაში, თუ გამოვლინდება კონკრეტული მავნე ნივთიერებების
გადაჭარბება, სანქციები შემდეგ ნაირად განისაზღვრება: დამრღვევი
ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების
შემთხვევაში კი – 300 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500
ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით,”-
განაცხადა ტარიელ ირემაძემ.
წყარო: mcm.ge