ახალი ამბები
ბორჯომის მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზა იწმინდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან
სოფლებთან დამაკავშირებელი გზის წმენდა უწყვეტ რეჟიმში
მიმდინარეობს.
ბაკურიანიდან მაღალმთიან სოფლებთან: მოლითთან, ტაბაწყურთან,
ბალანთასთან და ჭიხარულასთან დამაკავშირებელი გზა თოვლისაგან
იწმინდება.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო, ზემოთ აღნიშნული გზის მონაკვეთი,
ოქტომბრიდან აპრილამდე იკეტება.
(R)
გააზიარეთ :