პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის
ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული
შეიწყალა,
რომელთაგან 5 მსჯავრდებული სრულად
გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით
დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად
დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად
გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი
მოხდისაგან.