ახალი ამბები
5 მუნიციპალიტეტში გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების კვლევა ჩატარდა
ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ" გამოქვეყნდა.

ბავშვთა ქორწინება, გოგოების მოტაცების ტრადიცია, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობა, დამოკიდებულება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისადმი - ამ და სხვა საკვლევი საკითხების შესახებ გამოქვეყნდა "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მიერ, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარებული ორი კვლევა, 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში: "გენდერული სტერეოტიპები და მავნე წეს-ჩვეულებები" და "სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის გავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკაზე".




კვლევის შედეგად გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება:


მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ მაინც ხდება ბავშვის ასაკში ქორწინების ფაქტები: რესპონდენტთა მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ ადრეული ქორწინების პრაქტიკა მათ მუნიციპალიტეტებში კვლავ გავრცელებულია, თუმცა რესპონდენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, 43% ფიქრობს, რომ ცალკეული შემთხვევები მაინც ხდება. სიღრმისეული ინტერვიუებიდან იკვეთება, რომ ამ მიმართლებით, წინა წლებთან შედარებით, პროგრესი შესამჩნევია.
ოჯახის შექმნის მიზნით, გოგოების მოტაცების ტრადიცია წარსულს ბარდება: რესპონდენტთა 81%-ს მიაჩნია, რომ ოჯახის შექმნის მიზნით, გოგოებს აღარ იტაცებენ და ბოლო 3 წლის განმავლობაში, მსგავსი ფაქტების შესახებ არ სმენიათ. რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ცალკეული შემთხვევები მაინც ყოფილა, მაგრამ არ ხმაურდება. თუმცა, ყველა გამოკითხული პირი მიიჩნევს, რომ ოჯახის შექმნის ეს მავნე პრაქტიკა, დღეს, გავრცელებული აღარ არის.


მშობლების უძრავი ქონების მემკვიდრეს მხოლოდ ვაჟი წარმოადგენს: სტერეოტიპი, რომ მშობლების უძრავი ქონების მემკვიდრეს მხოლოდ ვაჟი წარმოადგენს, კვლავ მყარად მოქმედებს. 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში გამოკითხულების დაახლოებით 70% ფიქრობს, რომ მიწა, საცხოვრებელი სახლი და სხვა უძრავი ქონება მემკვიდრეობით მხოლოდ ვაჟებს, ან უმეტესწილად ვაჟებს გადაეცემათ.


გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია ოჯახში ან ქალთა მიმართ ძალადობა:რესპონდენტების 94% ფიქრობს, რომ იშვიათ შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია ქმარმა ფიზიკურ ძალადობას მიმართოს. თუმცა, გამოკითხულების გარკვეულ რიცხვს, კერძოდ, 6%-ს მიაჩნია,რომ იშვიათ შემთხვევაში, ქმარი შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდეს ცოლს.


ასევე, გამოკითხულთა საკმაოდ დიდი რაოდენობა - 46% ეთანხმება დებულებას, რომ "ქალი უნდა შეეცადოს, რომ ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც ქმარი სთხოვს, რათა ძალადობის შემდგომი შემთხვევები არ გამოიწვიოს".

ამასთან, დებულებას "უთანხმოების შემთხვევაში, ქმირს აზრი გადამწყვეტი უნდა იყოს" ეთანხმება რესპონდენტთა 36%.


გამოკითხულების დიდი ნაწილი - 75% - მიიჩნევს, რომ ძალადობის შემთხვევაში ქალმა სამართალდამცველებს უნდა მიმართოს. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იმდენივე პროცენტი - 77%- ეთანხმება დებულებას, რომ მსვერპლმა "დახმარება უნდა სთხოვოს მშობლებსა და ნათესავებს, სიტუაციის რეგულირებისთვის" ძალადობის პრობლემის ოჯახის ფარგლებშივე მოგვარების ტრადიციული მოდელის პარალელურად, სამართალდამცველებისთვის მიმართვის გზის თანაბარ აღიარება, საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომხდარ გარკვეულ ცვლილებებზე მიანიშნებს.


სხვადასხვა ინსტიტუციების საქმიანობას ქალთა მიმართა ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს, ეფექტურად მიიჩნევს გამოკითხულთა ნახევარი. კერძოდ, პოლიციის საქმიანობა ოჯახში ძალადობის სფეროში ეფექტურად მიიჩნია 51%-მა, სოციალური სამსახურის საქმიანოაბა 54%-მა, ქალთა კრიზისული ცენტრების 53%-მა, სასამართლოს საქმიანობას ეფექტურად აფასებს 38%.


აღსანიშნავია, რომ ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტში გამოკითხული რესპონდენტების საკმაოდ დიდი რიცხვი, დაახლოებით მესამედი პასუხობს, რომ არ იცის პოლიციის ჩართულობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ეფექტურია თუ არა. მაგალითად, ხარაგაულში გამოკითხულთა შორის, ასეთი რესპონდენტების რიცხვი 40%-ზე მეტს შეადგენდა, ქედაში კი ნახევარზე მეტს.


დაბალია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროებში მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის შეფასება. გამოკითხულთა 21%-მა მიიჩნია, რომ ამ სფეროში მუნიციპალიტეტების საქმიანობა ეფექტურია, ხოლო თითქმის ნახევარი, 46% აღნიშნავს, რომ საერთოდ არ იცნობს მუნიციპალიტეტის საქმოანობას ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის სფეროში.


ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისადმი საკმაოდ პოზიტიურია დამოკიდებულება: ტრადიციულად, პოლიტიკაში ქალთა დაბალი მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზად ქალი კანდიდატებისადმი ამომრჩევლების ნდობის ნაკლებლობა სახელდება. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ქალთა პოლიტიკური აქტივობისადმი დამოკიდებულება ნეგატიური არ არის.


კვლევის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების, გენდერული ნორმებისა და გენდერულად დისკრიმინაციული, მავნე წეს-ჩვეულებების, ასევე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში: ხაშური, ბოლნისი, ქედა, ზუგდიდი, ხარაგაული.


კვლევის მონაცემები 2022 წლის ივლისსა და აგვისტოში შეიკრიბა და წარიმართა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდებით. ჩატარდა გამოკითხვა, სიღრმისეული ინტერვიუები და განხორციელდა სამაგიდე კვლევა.


კვლევა ჩატარდა პროექტის ფარგლებში “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში". განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ სამიზნე მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებათან თანამშრომლობით, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერი. კვლევაში გამოყენებული მოსაზრებები არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას.



დოკუმენტი ვრცლად:

გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების კვლევა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.