ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 125 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზანა.


უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 46 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში - 11, სამცხე-ჯავახეთში - 11, ქვემო ქართლში - 9, კახეთში - 5. უკანონო თევზჭერის 5 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.


რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.


ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 159 კგ-ს გადააჭარბა.


ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა.


უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ზღვიდან და ჟინვალის წყალსაცავიდან ამოღებული უკანონოდ ჩაგებული, ე.წ. სახლართი ბადეები. მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 850-მდე, ე.წ., ოჩხი (საბურავი), რომელიც გამოიყენება უკანონო თევზჭერისათვის. პრევენციული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.