მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს
დღეს, 9 აპრილს საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას,
ბზობა-ბაიაობას აღნიშნავს.
ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია,
რომელიც აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.