ახალი ამბები
2 აპრილი მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა
2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ეს დღე აუტიზმის მქონე პირთა მიმღებლობის, მხარდაჭერისა და ჩართულობის გაზრდის, მათი უფლებების სხვებთან თანასწორად დაცვის ვალდებულებას უსვამს ხაზს და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზანს ემსახურება.

აღნიშნულის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია აუტიზმის მქონე პირების მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვადასხვა მიმართულებით შეტანილი წვლილის აღიარება. წლევანდელ წელს ამ დღის აღნიშვნა სწორედ იმ წვლილზე ფოკუსირდება, რომელიც მათ ოჯახებში, სამუშაო ადგილზე, ხელოვნებაში თუ პოლიტიკის შექმნის პროცესში შეაქვთ.

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური მდივნის 2023 წლის მიმართვაში ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ბარიერები, რომლებიც ხელს უშლიან აუტიზმის მქონე პირებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად განხორციელებაში.

საქართველოში, ბოლო წლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით გადადგმული გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, აუტიზმის მქონე პირები კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორისაა სკოლამდელი აღზრდის სერვისებზე, ინკლუზიურ განათლებაზე, დასაქმების, ჯანდაცვისა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამებზე თანაბარი წვდომა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები. ქვეყანაში გადაუჭრელი რჩება აუტიზმის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი სარეაბილიტაციო სერვისების სრული გეოგრაფიული დაფარვა, ამ დრომდე არ არსებობს რთული ქცევის მართვის ეფექტური მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა. განსაკუთრებით რთულია აუტიზმის მქონე ზრდასრულ პირთა მდგომარეობა. მათთვის მიუწვდომელია ის ფრაგმენტული სარეაბილიტაციო პროგრამებიც, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტში აუტიზმის მქონე არასრულწლოვნებისთვის მოქმედებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს ზომები, რაც უზრუნველყოფს აუტიზმის მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, დასაქმების, განათლების უფლების რეალიზაციას, ჯანდაცვის, უწყვეტ სარეაბილიტაციო და სხვა სახელმწიფო პროგრამების მისაწვდომობას, მათთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობის შექმნასა და მათი წვლილის აღიარებას. მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და არასწორი დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად. ასევე, შშმ პირთა და მათი ოჯახების ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა.

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.