მეხანძრე-მაშველების გადამზადების მეორე ეტაპი ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების
გადამზადების მეორე ეტაპი სვანეთის რეგიონში ჩაუტარდათ.
სამთო-სამაშველო წვრთნები პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში
განხორციელდა.
მეხანძრე-მაშველებმა ერთი კვირის განმავლობაში, მაღალ მთაში, როგორც
თეორიული, ასევე, პრაქტიკული სამაშველო კურსი გაიარეს. კურსის
განმავლობაში, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს
სამაშველო ოპერაციების საკითხებზე ბორჯომსა და ყაზბეგშიც
გადაამზადებენ.
პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, პოლონელმა ინსტრუქტორებმა
პირველ ეტაპზე 28 მეხანძრე-მაშველი უკვე გადაამზადეს. სწავლება
ორგანიზაცია - „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში
ხორციელდება.
კურსის დასრულების შემდეგ, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ
მეხანძრე-მაშველებს სამთო აღჭურვილობას გადასცემენ. პროექტი
სამწლიანია და მიზნად საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო
შესაძლებლობების განვითარებას ისახავს.