ახალი ამბები
დააკავეს პირი, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად აცხადებდა
საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, გამოგონილ და ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, რომ თითქოსდა მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, დაზარალებულებს ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. შედეგად, იგი თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით.

ასევე, მოქალაქეთა ნდობის მოპოვების მიზნით, ბრალდებული ყალბად სარგებლობდა პროკურორის სტატუსით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირებს ეცნობოდა როგორც საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებული პირი.

დანაშაულის ჩამდენი პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და მას ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ექვს ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მივმართავთ საზოგადოებას, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის ან/და მისი რომელიმე თანამშრომლის სახელის გამოყენებით მსგავსი ან სხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც კულტურისა და ხელოვნების
ცენტრში გაიმართა.
16:38 / 29.05.2023
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში
სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის
შესახებ,
14:50 / 29.05.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის შესახებ,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ
განაცხადა,
13:09 / 29.05.2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,
სადღესასწაულო ღონისძიებები
ბორჯომის, ცენტრალური (ისტორიულ) პარკში 11:00 საათიდან
დაიწყება.
11:59 / 29.05.2023
სადღესასწაულო ღონისძიებები ბორჯომის, ცენტრალური (ისტორიულ) პარკში 11:00 საათიდან დაიწყება.
ბორჯომში საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა
ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა მიიღეს.
17:17 / 26.05.2023
ბორჯომში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა მიიღეს.
ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.