ლიკანის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაემატება
ლიკანის მიმართულებით კიდევ ერთი
მუნიციპალური ავტობუსი დაემატება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და ა (ა)იპი „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“
ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა მოსახლეობის თხოვნა და 3 აპრილიდან
ლიკანის მიმართულებით ერთი ავტობუსი დაემატება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის დირექტორის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით,
გათვალისწინებული იქნა ადგილობრივების თხოვნა და ერთი საათის ნაცვლად
ყოველ ნახევარ საათში იმოძრავებს ავტობუსი.
(R)