ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო
გზის
კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი)
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა,
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება
თავისუფალია.