ახალი ამბები
ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანია ადგილობრივ ტენდერებს იგებს
მარტინ გაბრიელიანი, რომელსაც 2013 წლიდან დღემდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობა უკავია, სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. მისმა კუთვნილმა შპს „მეგობრობა-5”-მა, 2019 წლის აგვისტოდან დღემდე, 36 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 1,390,861 ლარზე გააფორმა. აქედან, 21 შესყიდვით 667,186 ლარი (47.9%) ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა.

ინფორმაციას „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

მარტინ გაბრიელიანი 2013-2014 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მესამე მოადგილე იყო. 2014-2017 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მან საკრებულოში უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში დააფუძნა შპს „მეგობრობა - 5“, რომლის მფლობელი და დირექტორიც თავადაა. კომპანია 2019 წლის გაზაფხულიდან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს. ბიზნესის პარალელურად, გაბრიელიანი 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სოფელ დილისკაში მერის რწმუნებულიც იყო, 2021 წლის პირველი აპრილიდან დღემდე კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ააიპ „დახურული საცურაო აუზის“ დირექტორია.

შპს „მეგობრობა - 5”-მა, 2019 წლის მაისიდან 2022 წლის ჩათვლით, ახალქალაქის საჯარო სკოლებში, ასევე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, 29 ტენდერი მოიგო, ჯამში, 1,095,796 ლარით. აქედან, 14 ტენდერი 372,121 ლარზე (33.95%) - ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. კომპანიამ ახალქალაქში 271,242 ლარის (72.8%) ღირებულების 10 ტენდერი უკონკურენტოდ და სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ყველა პირდაპირი შესყიდვა მარტინ გაბრიელიანის კომპანიამ, მხოლოდ ახალქალაქის მერიიდან მიიღო. 2019-2020 წლებში, 7 გამარტივებული შესყიდვით შპს „მეგობრობა -5”-ს 295,065 ლარი დაერიცხა. ბოლო პირდაპირ შესყიდვაზე ხელშეკრულება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა მარტინ გაბრიელიანთან, 2020 წლის პირველ სექტემბერს, სოფელ დილისკაში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69,889 ლარად გააფორმა. ამავე დღეს, მარტინ გაბრიელიანი მერმა ამავე სოფლის რწმუნებულად დანიშნა.

შპს „მეგობრობა-5”-ის სახელმწიფო შესყიდვები 2019-2022 წლებში:



მას შემდეგ, რაც გაბრიელიანი ჯერ დილისკას რწმუნებულად, შემდეგ კი ააიპ „ახალქალაქის დახურული საცურაო აუზის“ დირექტორად დაინიშნა, მისმა კომპანიამ 16 სახელმწიფო შესყიდვით 839,271 ლარი მიიღო, მათ შორის 7 შესყიდვით ახალქალაქის ბიუჯეტიდან 240,568 ლარი დაერიცხა. თუმცა, ამ პერიოდში, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებებს ხელს დირექტორის სახელით ჰრანტ გრიგორიანი აწერს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „მეგობრობა-5”-ის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც კულტურისა და ხელოვნების
ცენტრში გაიმართა.
16:38 / 29.05.2023
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში
სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის
შესახებ,
14:50 / 29.05.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის შესახებ,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ
განაცხადა,
13:09 / 29.05.2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,
სადღესასწაულო ღონისძიებები
ბორჯომის, ცენტრალური (ისტორიულ) პარკში 11:00 საათიდან
დაიწყება.
11:59 / 29.05.2023
სადღესასწაულო ღონისძიებები ბორჯომის, ცენტრალური (ისტორიულ) პარკში 11:00 საათიდან დაიწყება.
ბორჯომში საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა
ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა მიიღეს.
17:17 / 26.05.2023
ბორჯომში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა მიიღეს.
ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.